ცსკ–სთან ომბუდსმენი მივიდა: „ცივ ამინდში წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება არასათანადო მოპყრობას უთანაბრდება“
08/11/2020 19:55:20 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა, სადაც მომიტიმგეები აქციას მართავენ. ჯერ–ჯერობით ადგილზე სიმშვიდია, თუმცა შსს მომიტიმგეების სპეციალური ხმოვანი შეტყობინებით ძალის მოსალოდნელი გამოყენების შესახებ აფრთხილებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე წყლის ჭავლი უკვე გამოიყენეს, რასაც დემონსტრანტების გაფრთხილება არ უძღოდა წინ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში მსგავსი ქმედება არასათანადო მოპყრობას უთანაბრდება.
„საერთაშორისო სტანდარტებით, წყლის ჭავლის ცივ ამინდში გაფრთხილების გარეშე არაპროპორციულად გამოყენება, არასათანადო მოპყრობასაც კი უთანაბრდება. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოულოდნელად წყლის ჭავლის გამოყენება ვფიქრობ, არაპროპორციული ძალა იყო და უფრო მეტად პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურებოდა: არა იმწუთიერი საფრთხის ადექვატური რეაცია ოყო, არამედ უფრო გაფრთხილება აქციის სხვა მნაწილეების მიმართ, რომ ნებისმერი მცდელობის შეთხვევაში უკიდურესად მკაცრი ზომები იქნებოდა გამოყენებული“,– განაცხადა ლომჯაქრიამ.
იხილეთ ასევე: მდინარაძე – წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენებაზე: „თავდასხმის დროს გაფრთხილება არ ხდება“


