Accentnews.ge
„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ სახელისუფლებო გუნდთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ

„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ სახელისუფლებო გუნდთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ

10/11/2020 12:40:02 პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, სახელისუფლებო გუნდიდან მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“,– განუცხადა „აქცენტს“ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან მიმართებაში „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია კვლავ უცვლელია.

„კობახიძისგან ნორმალური აზრი – უკეთეს მომავალზე გათვლილი მოგისმენიათ? მე არა. [...]

არჩევნები გაყალბდა და შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი“,– დასძენს თევდორაძე.

ცნობისთვის: გასულ კვირას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე განაცხადა, რომ აქვს რწმენა და საფუძველი, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

10 ნომებრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიები, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსი“ ერთგულია მოთხოვნის, რომ ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვოს. ოპოზიციაში ხელისუფლებასთან დიალოგის სურვილი გამოთქვეს, თუმცა მხოლოდ ერთადერთი თემის ირგვლივ – განმეორებით არჩევნებზე სასაუბროდ. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიალოგის წინაპირობა მხოლოდ ცსკ–ის შედეგების ცნობა შეიძლება, იყოს.

10 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიცია „არასწორ გზას ადგას“ და სახელისუფლებო გუნდი მათ „სწორ გზაზე დსაყენებლად" მუშაობს. თუმცა რას გულისხმობდა ის ამ მცდელობაში, არ განუმარტავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S