Accentnews.ge
„გირჩის “, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის “ მორიგ შეთანხმებას ენმ–ც შეუერთდა

„გირჩის “, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის “ მორიგ შეთანხმებას ენმ–ც შეუერთდა

10/11/2020 14:16:37 პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიების – „გირჩის“, „ევროპული საქართველოს,“ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ განცხადებას ენმ–ც შეუერგა. ამის შესახებ „ლელოს“ ოფისის დატოვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოყუჩავამ განაცხადა.

„ბუნებრივია, შევუერთდით ამ განცხადებას. ვიზიარებთ მის ყოველ სიტყვას. უბრალოდ, ტექნიკური საკითხი იყო, რომ ერთობლივად განცხადება არ გავრცელდა. ამ კუთხით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს“,– განაცხადა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება 4 პარტიის შეთანხმებას, ის რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავს, რომელიც გასულ კვირასს ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების პათოსს იზიარებს.

„ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“,– ნათქვამია განცხადებაში.

უნდა აღნიშნოს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურ დღის წესრიგში გარკვეული დისონანსი ენმ–ის თავმჯდომარის განცხადებამ შეიტანა. მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ განმარტებაც გაავრცელა და აღინიშნა, რომ განცხადება პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S