ასობით ავღანელმა სამხედრომ თავი პაკისტანს, ირანსა და ტაჯიკეთს შეაფარა

26-07-2021 18:12:06 მსოფლიო

46–მა ავღანელმა სამხედრომ პაკისტანის საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანაში თავშესაფარი მიიღო, – ამის შესახებ პაკისტანის არმიაში აცხადებენ.

ცნობილია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, სასაზღვრო რეგიონებში „თალიბანის“ შეტევის ფონზე, ასობით ავღანელი სამხედრო და საჯარო მოსამსახურე გაიქცა მეზობელ ტაჯიკეთში, ირანსა და პაკისტანში.

როგორც პაკისტანში აცხადებენ, სამხედროები, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს, ავღანეთში დაბრუნდებიან, როცა ვითარება ამის შესაძლებლობას შექმნის.

ამ პროცესების ფონია პაკისტანსა და ავღანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა: ქაბულმა ისლამაბადში საკუტარი ელჩი უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში პაკისტანის დედაქალაქში ელჩის ქალიშვილი გაიტაცეს. ავღანეთი ისლამაბადს ასევე ბრალს სდებს საიდუმლოდ „თალიბანის“ დახმარებასა და მკურნალობის მიზნით დაჭრილი ექსტრემისტების მიღებაში.

იხილეთ ასევე: რა დახმარებას ჰპირდება აშშ ავღანეთს ქვეყნიდან გასვლამდე და გასვლის შემდეგ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ავღანელებისთვის დამატებით 8 000-მდე სპეციალური საიმიგრაციო ვიზა დაამტკიცა

რუსი დიპლომატი ამბობს, რომ „თალიბანი“ „პოზიტიურ როლს“ თამაშობს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები