Accentnews.ge
რატომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბრიუსელში – საგარეო უწყების ვერსია

რატომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბრიუსელში – საგარეო უწყების ვერსია

22/09/2021 13:12:12 საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს.

საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფაქტებად დეფინიციას.

ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების.

აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე," - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: აღნიშნულს წინ უწრებდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, რომ ბრიუსელში ახსნა–განმარტებისთვის საქართველოს ელჩი დაიბარეს.

იხილეთ ასევე: "საკითხი ასე მარტივად არ დაიხურება" – ბრიუსელმა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S