გამყრელიძე ნოემბრიდან ეპიდითარების დამძიმებას პროგნოზირებს

24-09-2021 16:48:01 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ პროგნოზით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

მისივე თქმით, ხსენებულ ტალღას დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ.

გამყრელიძემ კიდე ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი იქნება, მეხუთე ტალღას ქვეყანა შედარებით მსუბუქად გადაივლის.

„მაქსიმალურად თუ ავიცრებით, გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი. თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე. დიდი ალბათობით, კორონავირუსის მეხუთე ტალღას ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ დროისთვის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 26%–ია აცრილი.

იხილეთ ასევე: „დელტა“ ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ უკვე მოსახლეობის 60%–ის აცრაც აღარ არის საკმარისი"

ცერცვაძე: "ჩვენი მოსახლეობა საკუთარ თავს აპოკალიფსს უწყობს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები