Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენი: "ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეტყველებს"

უკრაინის ომბუდსმენი: "ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეტყველებს"

11/11/2021 15:44:43 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ხელისუფლების მიერ დღეს გამოქვეყნებული ვიდეოკადრები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეტყველებს, - თვლის უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა.

«ზემოაღნიშნული წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის უხეშ დარღვევას. გარდა ამისა, დარღვეულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 და გაერო-ს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამკრძალავი კონვენციის პირველი მუხლები», – წერს დენისოვა Telegram-ში.

უკრაინის სახალხო დამცველი გაერო-სა და ევროპის წამების პრევენციის კომიტეტებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული იუსტიციის სამინისტრომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციად და მომატებული საფრთხეებით“ განმარტა.

იმავე დღეს იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს სიყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. თავად სააკაშვილიც საუბრობდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ამ უკანასკნელით ინსპექტორის სამსახური დაინტერესდა.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გაავრცელა მაღალი საჯარო ინტერესის მოტივით.

იხილეთ ასევე: „არაადამიანური მოპყრობა“, „დამცირება“ – რას ამბობენ იურისტები პენიტენციური სამსახურის მორიგ კადრებზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S