Accentnews.ge
რუსეთში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ

რუსეთში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ

03/12/2021 12:48:51 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიაროს. ამასთან, როგორც რუსი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, «დონბასში კიევის ძალისმიერმა სცენარმა შეიძლება, აიძულოს რუსეთი, პროცესებში აქტიურად ჩაერთოს».

«Интерфакс»-ი ამ თემაზე სათათბიროს სამი უმსხვილესი ფრაქციისა და ორი პროფილური კომიტეტის წარმომადგენლების კომენტარებს აქვეყნებს.

იხილეთ ასევე: უდიდესი ტყუილი “ალტ-ინფოს” ტყუილთა შორის და რა რეალური ზრახვები აქვს პუტინის რუსეთს

ასე, მაგალითად, დსთ-ის ქვეყნების საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკი აცხადებს, რომ პირადადაც მომხრეა მათი აღიარების - "უპირველესად - რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქისა და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს შორის ნათესავური და კულტურული კავშირების გამო, ხოლო მეორეს მხრივ - შეიარაღებული შეტაკებების შესაჩერებლად". "რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოქმედებები დასრულდეს. ჩვენ ერთი ფაქტორი გვაკავებს: ჩვენ გამოვედით მინსკის შეთანხმებების ინიციატორებად, ვართ ნორმანდიული ფორმატის მონაწილეები», – აღნიშნა მან.

იხილეთ ასევე: "ნოვოროსია" მანდარინის სურნელით: საით მიაქანებენ აფხაზეთს

დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესაძლებლობა დაუშვა ასევე სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ერთდროულად ორმა მოადგილემ - "კომპარტიის" წარმომადგენელმა დიმიტრი ნოვიკოვმა და პარტიის "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" წევრმა ალექსეი ჩეპმა. «კიევის მხრიდან არაადეკვატური ქმედებები - ეს არა მარტო საბაბია, ნებისმიერი გზებით დავიცვათ, არამედ დამატებითი სტიმულიც, ვაღიაროთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დავიწყოთ მათთან ურთიერთობების ჩამოყალიბება, ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან» - განაცხადა ნოვიკოვმა. ანალოგიური მოსაზრებები დააფიქსირა ჩეპმაც.

იხილეთ ასევე: ლავროვი: "იმედია, უკრაინა სააკაშვილის 2008 წლის ყაიდის გზით არ წავა»

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S