
ჩეჩნეთის მუფტი თურქეთს ემუქრება
23/12/2021 11:57:17 კავკასია
ჩეჩნეთის მუფტმა სალაჰ მეჟიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკა დაგმო.
მიზეზად ამასწინათ თურქეთში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის - ჯოჰარ დუდაევის სახელობის პარკის გახსნა იქცა.
იხილეთ ასევე: თურქული მედია - კადიროვის წინააღმდეგ
როგორც მეჟიევმა განაცხადა, რესპუბლიკაში "ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე მუჰამედ ფეთჰულა გიულენი თურქი ხალხის ჭეშმარიტ პატრიოტად შეიძლება, განიხილონ, ხოლო აბდულა ოჯალანი - სინდისის პატიმრად".
იხილეთ ასევე: მოსკოვი თურქეთში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - დუდაევის ძეგლის დადგმას აპროტესტებს
მუჰამედ გიულენი აშშ-ში მცხოვრები ცნობილი თურქი მქადაგებელია. რუსეთში, რომელსაც დღევანდელი ჩეჩნეთის რესპუბლიკა ეკუთვნის, მისი ზოგიერთი წიგნი ექსტრემისტული ლიტერატურის ნუსხაშია შეტანილი.
აბდულა ოჯალანი კი "ქურთების მუშათა პარტიის" დამფუძნებელი გახლავთ, რომელიც ამჟამად თურქეთში სამუდამო პატიმრობას იხდის.