ხაზარაძე – ივანიშვილზე: „ლოცვებში ვიხსენიებ“

13-01-2022 00:00:00 ციტატა

„მის გამო ადამიანურად ვწუხვარ. მართლა ლოცვებში ვიხსენიებ, გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ ქრისტიანულად... შეიძლება, ვკამათობ, რაღაცას ვეუბნები, მაგრამ ზღვარი არ გადამილახავს, მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არ დამიბრალებია ისეთი რამ, რაც მას არ გაუკეთებია. მან დაგვაბრალა, მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო, რაც არც კაცურად, არც ადამიანურად, არც სამართლებრივადაა სწორი. მართლა ვწუხვარ, რომ ამ ადამიანმა გაუშვა ისტორიული შანსი ამ ქვეყნის გამოყვანის, ისევე, როგორც წინა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა“.

ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში ტელეწამყვანის კითხვას, რას ეტყოდა ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები