Accentnews.ge
კადიროვის შემდეგ "ისტერიამ" მისი ჩინოვნიკებიც მოიცვა

კადიროვის შემდეგ "ისტერიამ" მისი ჩინოვნიკებიც მოიცვა

03/02/2022 07:49:20 კავკასია

მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა იანგულბაევების ოჯახზე შურისძიება დააანონსა და ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის საიდ იანგულბაევების მეუღლე – ინსულტგადატანილი ქალი გაიტაცეს, ჯერ–ჯერობით ვერ მისწევდნენ რა ოჯახის მამაკაც წევრებს, ასევე დააკავეს იანგულბაევების ათობით ნათესავი, ჩეჩენი მაღალჩინოსნები სრულმა ისტერიამ მოიცვა: ჩეჩენმა ძალოვანებმა აღნიშნული ოჯახის მისამართით მუქარისშემცველი ერთობლივი ვიდეო ჩაწერეს, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე–პრემიერმა აბუზაიდ ვისმურადოვმა „ისტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

იხილეთ ასევე: კადიროვმა სისასტიკით საკუთარ თავს გადააჭარბა

ვიდეოში ვლადიმირ პუტინის და ახლატ კადიროვის ფოტოების ფონზე, მაგიდასთან სხედან შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროების, ჩეჩნეთის რუსეთის გვარდიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და ერთმანეთის მონაცვლეობით აჟღერებენ მუქარას იანგულბაევების ოჯახის მისამართით.

„სამყაროს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ, პასუხს მოგთხოვთ! ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ გვაქვს“; „მოგკლავთ, თავს მოგაჭრით, ენას ამოგაცლით და სადმე დაგკიდებთ“ – ამ სახის მუქარები ისმის ვიდეოში.

მანამდე, 1 თებრვალს ჩეჩნეთის სახელმწიფო სათათბიროს გავლენიანმა დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ასევე საჯარო მიმართვის სახით ფიცი დადო, რომ იანგულბაევების ოჯახის წევრების თავებს მოკვეთს:

„იცოდეთ, არ დავზოგავთ სიცოცხლეს, ქონებას, შთამომავლობას თქვენს დევნაში, ვიდრე თავებს არ მოგაჭრით. ეს მტრობა, სისხლიანი შურისძიებაა“. ამასთან, დეპუტატმა დასძინა, რომ შურისძიება მისი სიტყვების ჩეჩნურიდან რუსულ ენაზე მთავრგმნელებსაც შეეხებოდათ: „მაშინაც კი, თუ დედამიწაზე არსებული ყველა კანონი ჩვენს წინააღმდეგ იქნება, მაინც მოგწვდებით! დაე ამისთვის დაგვაპატიმრონ, დაგვხოცონ ან ატომური ბომბით აგვაფეთქონ“.

მუქარის მიუხედავად, დეპუტატის სიტყვები რუსულ ენაზე კადიროვის რეჟიმს გაქცეული ჩეჩენი ემიგრანტების მიერ დაფუჩნებულმა ტელეგრამ–არხმა 1ADAT–მა გამოაქვეყნა.

რაც შეეხება კრემლის რეაქციას, მაგალითად, პუტინის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კადიროვის სიტყვების კომენტირებისას,რომ “ იანგულბაევებს ადგილი ელით ციხეში ან სამარეში“, თქვა, რომ „ეს კრემლს არ ეხება“ და რომ „თუ იანგულბაევები საფრთხეს გრძნობენ, ძალოვანებს მიმართონ, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“; დეპუტატ დელიმხანოვის მუქარა მხოლოდ ეთიკის კომისიის საქმედ მიიჩნია.

იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კადიროვი პუტინს მოსკოვში შეხვდა. ამის შესახებ ცნობა 3 თებერვალს, გვიან ღამით კადიროვის პრეს–სამსახურმა გამოაქვეყნა, თუმცა რომელ საათში შედგა შეხვედრა, რომელსაც „სამუშაო“ ეწოდა და ვის მიერ იყო ინიცირებული, უცნობია. კრემლს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

კადიროვის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რესპუბლიკის მეთაურმა პუტინს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის“ გაუმჯობესების თაობაზე, „ეროვნული პროექტების განხორციელებაზე“, „გატარებულ სანიტარიულ ღონისძიებებზე“, კორონავირუსის პანდემიის, „დემოგრაფიული მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკის“ და „უმუშევრობის კლების“ შესახებ. თუმცა არაფერია ნათქვამი, იყო თუ არა საუბარი ჩეჩნეთში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S