
რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს
13/05/2022 19:06:01 მსოფლიო
რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს,– იუწყება ფინეთის ელექტროქსელის კომპანია Fingrid.
განცხადების მიხედვით, რუსული Inter RAO-ს შვილობილი კომპანია, RAO Nordic Oy ექსპორტს 14 მაისს შეაჩერებს და მიზეზად ასახელებს, რომ 6 მაისიდან გაყიდული ელექტროენერგიის საფასური არ მიუღია, რაც, მათივე განცხადებით, ვაჭრობის ისტორიის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.
Fingrid განმარტავს, რომ რუსეთის მიერ ექსპორტის შეწყვეტა საფრთხეს არ შექმნის, რადგან "რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მთლიანი მოხმარების 10% იყო".
ფინეთი გეგმავს, აღნიშნული დანაკლისი შვედეთიდან იმპორტის გაზრდითა და ქვეყნის შიდა რესურსით შეავსოს.
12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს".
იხილეთ ასევე: "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს
ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების შესაძლო შედეგები საქართველოსთვის