რუსეთის მრავალმილიონიანი ზარალი: Forbes-მა გამოთვალა ყირიმში განადგურებული თვითმფრინავების ღირებულება

12-08-2022 11:12:35 მსოფლიო

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ანექსირებულ ყირიმში, „საკის“ აეროდრომზე განადგურდა 8-დან 24-მდე რუსული თვითმფრინავი – ძირითადად, გამანადგურებლები და სადაზვერვო. Forbes Ukraine-მა გამოთვალა მათი ღირებულება რაოდენობისა და კლასიფიკაციის მიხედვით.

ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა გამოაქვეყნა აეროდრომის სატელიტური სურათები, რომელიც აფეთქებებამდელ მდგომარეობას ასახავს. მათზე ჩანს, რომ სამხედრო ავიაბაზაზე 20-ზე მეტი თვითმფრინავი იყო განთავსებული. ძირითადად Su-30SM გამანადგურებლები და Su-24MR სადაზვერვო თვითმფრინავები, ერთი მძიმე სამხედრო სატრანსპორტო Il-76 და რამდენიმე ვერტმფრენი, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით Forbes-მა შეაფასა, რომ აფეთქებებამდე აეროდრომზე 650-დან 850 მილიონ დოლარამდე ღირებულების თვითმფრინავი იყო განთავსებული: Su-30SM - $50 მილიონი, Su-24MR - $6 მილიონი, Il-76 - $86 მილიონი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 10 აგვისტოს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა „საკის“ აეროდრომზე 9 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა.

თუ ჩავთვლით, რომ ცხრავე დაკარგული თვითმფრინავი Su-24MR-ზე იაფი იყო, მაშინ რუსეთის ზარალის ჯამური ოდენობა დაახლოებით $55 მილიონია, ხოლო თუ Su-30SM უფრო ძვირია – $450 მილიონი.

სადაზვერვო პროექტს UA Weapons Tracker-ის შეფასებით, მინიმუმ 11 თვითმფრინავი განადგურდა ნოვოფედოროვკას აეროდრომზე - ხუთი Su-30SM გამანადგურებელი, ექვსი Su-24MR ბომბდამშენი და სადაზვერვო თვითმფრინავი. ამ შემთხვევაში, ნოვოფედოროვკაში მომხდარი აფეთქებები რუსეთს დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დაუჯდა.

საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm ამტკიცებს, რომ სატელიტური სურათები არ აჩვენებს აფეთქებების სრულ გავლენას. ყირიმში მათი წყაროების თანახმად, რუსების დანაკარგები არის: რვა SU-27, ოთხი SU-30СМ, ხუთი SU-24, ექვსი Mi-8 და ერთი IL-20, საერთო ჯამში, დაახლოებით, 380 მილიონი დოლარი.

რუსი სამხედრო ექსპერტი რუსლან ლევიევი ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ დათვალა მინიმუმ, 8 სრულად განადგურებული სამხედრო თვითფრინავი და ერთი – სერიოზულად დაზიანებული. ხოლო თუ აფეთქების მასშტაბით ვიმსჯელებთ, მისი თქმით, მაღალი ალბათობით, ზარალი კიდევ უფრო დიდია.

იხილეთ ასევე:

აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას

ყირიმში მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსეთის საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა – ბრიტანული დაზვერვა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები