ყირიმში მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსეთის საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა – ბრიტანული დაზვერვა

12-08-2022 11:22:16 ევროპა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ ყირიმში, "საკის" ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, მნიშვნელოვნად დაქვეითდა რუსეთის საზღვაო ფლოტის შესაძლებლობები, ვინაიდან "საკის" აეროდრომი სწორედ რუსეთის საზღვაო ფლოტის თვითმფრინავების შავი ზღვის ბაზად გამოიყენებოდა.

"2022 წლის 9 აგვისტოს ყირიმში, "საკის" აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. თავდაპირველი მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ დიდი კვამლი, რომლებიც ნათლად ჩანს თვითმხილველთა ვიდეოში, თითქმის დადასტურებულად საბრძოლო მასალის 4 საწყობის აფეთქებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე, Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი Su-30 FLANKER H მრავალფუნქციური თვითმფრინავი.

სამხედრო ბაზა საკი მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ აეროდრომი სავარაუდოდ ექსპლუატაციაში რჩება.

8 საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა მცირე ნაწილია იმ საერთო ფლოტიდან, რომლის გამოყენებაც რუსეთს ომში შეუძლია. თუმცა, "საკის" აეროდრომი რუსეთის საზღვაო ფლოტის თვითმფრინავების შავი ზღვის ბაზად გამოიყენებოდა.

რუსული ფლოტის საზღვაო შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. მომხდარი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუსეთს, გადახედონ საფრთხის აღქმას. ამ დრომდე ისინი ყირიმს უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევდნენ",– ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის 12 აგვისტოს ანგარიშში.

იხილეთ ასევე:

რუსეთის მრავალმილიონიანი ზარალი: Forbes-მა გამოთვალა ყირიმში განადგურებული თვითმფრინავების ღირებულება

აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები