
ბრიტანული დაზვერვა ხერსონის მახლობლად არსებულ ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს
31/08/2022 06:52:26 ევროპა
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ფრონტის ხაზის გადაადგილება სამხრეთით და რუსეთის ფედერაცია სავარაუდოდ, შეეცდება ამ ტერიტორიების გაძლიერებას სარეზერვო ნაწილებით.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები 29 აგვისტოდან აგრძელებენ შეტევას რუსული არმიის სამხრეთ დაჯგუფებაზე რამდენიმე მიმართულებით:
"უკრაინულმა ძალებმა ზოგან უკან გადასწიეს ფრონტის ხაზი, ისარგებლეს რა იმით, რომ იქ რუსული თავდაცვის ხაზი შედარებით თხელია. რუსეთის ფედერაცია, მისი დოქტრინების მიხედვით, ახლა ალბათ შეეცდება "ხვრელების ჩაკეტვას" სპეციალური მობილური რეზერვითი ჯგუფებით. მათ შორის, დიდი ალბათობით, იქნება აღმოსავლეთის ძალების ჯგუფიც“, - ნათქვამია 31 აგვისტოს მიმოხილვაში.
დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ეძებს ვარიანტებს უკრაინის წინააღმდეგ გადასროლილი ძალების გასაძლიერებლად. სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ გაიგზავნება ახლადშექმნილი მე-3 არმიის კორპუსის „მოხალისეთა ბატალიონები“, რომლებიც 24 აგვისტოს მოსკოვის მახლობლად მდებარე ბაზიდან დაიძრნენ.
"ამ ქვედანაყოფების ოპერატიული ეფექტურობა უცნობია. მე-3 არმიის კორპუსი, სავარაუდოდ, არასაკმარისია – ამ მებრძოლებმა შეზღუდული მომზადება გაიარეს".
30 აგვისტოს ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ „აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს თავისი ძალების გასაძლიერებლად ხერსონის მახლობლად დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე:
„სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სავარაუდოდ, გაძლიერდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის კომპონენტებით. ხერსონის ირგვლივ დანაყოფების უმეტესობა სავარაუდოდ, არასაკმარისია და დამოკიდებულნი არიან სუსტ მიწოდების ხაზებზე დნეპერზე საბორნე და პონტონური ხიდების გავლით.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი გადავიდა რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელი ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციაზე. თუ უკრაინა მოახერხებს ხანგრძლივი შეტევითი ოპერაციების დაწყებას, ამ შეუმოწმებელი სტრუქტურის ერთობლიობა სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის გამძლეობისთვის“.
იხილეთ ასევე:
სამხედრო ექსპერტი – ხერსონთან შეტევებზე: „ეს არის ძალების ერთგვარი მოსინჯვა“
უკრაინა ხერსონთან და მის შემოგარენში რუსული სამიზნეების განადგურების თაობაზე იუწყება
ომის 189–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს