Accentnews.ge
უკრაინის სამხრეთით ახალი პუნქტების დეოკუპაციის შესახებ იუწყებიან

უკრაინის სამხრეთით ახალი პუნქტების დეოკუპაციის შესახებ იუწყებიან

06/09/2022 19:41:27 ევროპა

უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა ამის შესახებ ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ ისაუბრებს,– იტყობინება უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი.

„ჩვენ ვაგრძელებთ პოზიციურ ბრძოლებს. არის ტერიტორიები, რომლებიც უკვე გავათავისუფლეთ და არის სავარაუდო დრო, რომ ეს ტერიტორიები გამოცხადდეს უკვე მთლიანად უკრაინის იურისდიქციის ქვეშ. ამიტომ, ცოტა ხანს დაველოდოთ, ამ საკითხზე ვამზადებთ ოფიციალურ განცხადებას, რადგან ჩვენ ვზრუნავთ, რომ ეს დასახლებები ექვსთვიანი ოკუპაციის ყველა საშინელების შემდეგ არ დაექვემდებარონ მტრის მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. მსგავსი გათვლებიდან გამომდინარე, სამხედრო სარდლობა ნათლად მიუთითებს იმ დროს, როდის შეიძლება, ეს დასახლებები გამოცხადდეს გათავისუფლებულად.

ოკუპანტები ტოვებენ დანაღმული ტერიტორიებს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელიც შეიძლება, სერიოზული გამოწვევა იყოს იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ჩქარობენ ამ ტერიტორიებზე დაბრუნებას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩქარობთ, გამოვაცხადოთ დასახლებები გათავისუფლულად, რათა ჩატარდეს დივერსიული ჯგუფების საფუძვლიანი წმენდა“,– განაცხადა ნატალია გუმენიუკმა.

კვირას, 4 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის სოფელი ვისოკოპოლიე გაათავისუფლეს.

იხილეთ ასევე:

ვერტმფრენი, საკრუიზო რაკეტები, სამეთაურო პუნქტები, სამხედრო ტექნიკა – უკრაინის გენშტაბი ბრძოლის შედეგების შესახებ იუწყება

„რუსი სამხედროები ხაფანგში აღმოჩნდნენ“: როგორ ვითარდება უკრაინელების შეტევა სამხრეთში და რა კავშირშია ამასთან „ბაირაქტარი“

რუსული ტელეგრამ–არხები: "უკრაინამ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა დაიწყო"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S