ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს

28-09-2022 17:41:29 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

იხილეთ ასევე: "ლუკაშენკო: აფხაზეთში პუტინთან განხილვის შემდეგ ჩავედი"

"ლუკაშენკო აფხაზეთიდან: "ცუდს არავის ვუკეთებთ – არც ქართველებს, ჩვენ აქ სიკეთით ჩამოვედით"

როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, "ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა".

ბელარუსის ლიდერის ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები