ზურაბიშვილი ლუკაშეკოს შეახსენებს, რომ მან საქართველოს კანონი და ორმხრივი ურთიერთობების წესები დაარღვია

28-09-2022 19:03:17 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოს დასავლეთ ნაწილში – რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს საქარტველოს პრეზიდენტი გმობს.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“,– დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს და განმარტებები მოითხოვეს.

დღეს, 20:00 საათზე საელჩოსთან აქცია გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები