Accentnews.ge
ზელენსკი NATO–ს პასუხისკენ მოუწოდებს პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ

ზელენსკი NATO–ს პასუხისკენ მოუწოდებს პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ

15/11/2022 20:54:36 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა და საჭიროა მოქმედება".

"რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხდა. რაც უფრო დიდხანს იგრძნობს რუსეთი დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე დაემუქრება ყველას, ვისთანაც შესაძლოა მიაღწიოს რუსულმა რაკეტებმა. რუსული რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება", - თქვა ზელენსკიმ.

***

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S