Accentnews.ge
თურქი პოლიტოლოგი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტზე: მეზობლური ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითია

თურქი პოლიტოლოგი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტზე: მეზობლური ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითია

24/02/2023 13:26:20 პოლიტიკა

თურქი პოლიტოლოგის ნალან იაზგანის განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითია.

ამის შესახებ პოლიტოლგმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე 10 პროვინცია დააზარალა. ეს ბოლო 100 წლის განმავლობაში თურქეთში მომხდარი ყველაზე დიდი ეროვნული კატასტროფაა, რომლის შედეგად 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ღარიბაშვილს საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. პრესისთვის დახურული შეხვედრა 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. თურქეთსა და საქართველოს შორის სოლიდარობა მეზობლური ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითია. თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. თურქეთი აფასებს საქართველოს მიერ ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ფქტს. ჩვენ მადლიერები ვართ ამ გულუხვი დახმარებისთვის", - განუცხადა "აქცენტს" პოლიტოლოგმა.

ცნობისთვის:საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 23 თებერვალს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, "რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი".

საქართველოს პრემიერი დღეს ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა.

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩასულმა საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ "ის ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძლიერი ლიდერობით თურქი ხალხი განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S