Accentnews.ge
რუსეთის საგარეო საქართველოს კონტექსტში მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილს აჟღერებს

რუსეთის საგარეო საქართველოს კონტექსტში მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილს აჟღერებს

06/04/2023 06:26:42 კონფლიქტები, პოლიტიკა

"რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის" შესახებ ყალბ ანტიდასავლურ ნარატივს, რომელიც უკრაინის ომის ფონზე ხშირად გვესმის საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების, მასთან აფილირებული პერსონების მხრიდან, მორიგ ჯერზე ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჯერად ჟენევის მოლაპარაკების კონტექსტში.

კერძოდ, როგორც რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, ჟენევაში 4-5 აპრილს გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ „ხაზი გაუსვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ“.

„აქცენტი გაკეთდა „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტ მცდელობებზე, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების შეფასებით“, რეალური წვლილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე ე.წ. „ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება.

„ამ ამოცანების პრაქტიკული განხორციელება ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

ვის უნდა ომი – მითები და რეალობა

რატომ საუბრობენ "ოცნება", მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ერთი ანტიდასავლური ენით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S