
არძინბა: "ბიჭვინთაზე შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს"
06/10/2022 12:13:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას განცხადებით, "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს".
"მოსკოვი და სოხუმი მივიდნენ ურთიერთგაგებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში თეზისის ასახვა მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ. სახელმწიფოს მეთაურისთვის ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ, მედიას დროულად შევატყობინებთ. რომელიმე სხვა მხარისთვის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გარდა, ობიექტის გადაცემაზე საუბარი ჭორია“, - განაცხადა არძინბამ.
იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს.
რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ.