„მოკლე მეხსიერება გვაქვს!“: რა მოხდა შოვში სპელიალისტის ხედვით

04-08-2023 15:55:12 კომენტარი

გლობალური დათბობის ხანაა, კლიმატი შეცვლილია, ამის ყოველდღიური მონიტორინგი უნდა წარმოებდეს, რადგან საქართველო გეოლოგიურად ძალიან მძიმედ ხასიათდება – მიდრეკილია ბუნებრივი კატასტროფებისკენ! – ამბობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, სადაც სამძებრო ღონისძიებები მეორე დღეა, მიმდინარეობს.

გოდოლაძე ეხმიანება ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ სტიქიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ შორის, პრევენციაა, როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია, სადაა დაუშვებელი სამშენებლო საქმიანობის წარმოება.

რა მოხდა შოვში თეა გოდოლაძის ვერსიით, რომელიც მისივე თქმით დაზუსტებას საჭიროებს, ვინაიდან სატელიტური მონაცემები ამ დროისთვი ხელმისაწვდომი არაა და მიღების შემდეგ შეძლებს ზუსტ მოდილირებას:

მდინარეების ბუბასა და ჭანჭახის შესართავთან მდებარეობს კურორტი შოვი. ორივე მდინარე სათავეს იღებს მყინვარებიდან. მყინვარული მდინარეები კი საშიშია, რადგან მათ მსგავსი კომპლექსური ღვაროფული მოვარდნები ახასიათებთ – ამბობს სეისმოლოგი და იხსენებს 2017 – 2019 წლის მესტია–ჭალის მოვლემებს – „ფაქტობრივად ორჯერ აშენებული ჰესი დაანგრია“; 2018 წლის ჭუბერის მოვლეებს და ფიქრობს, რომ ანალოგიური პროცესი განვითარდა რაჭაშიც: ნალექების რაოდენობა წყალმოვარდნისთვის საკმარისი არ იყო და საქმე გვაქვს მყინვარულ დნობასთან.

„ყველა ეს მოვლენა მოხდა ზაფხულში – ტემპერატურის მატებისა და მყინვარის დნობის პერიოდში“,– ხაზგასმით აღნიშნავს გოდოლაძე და განაგრძობს, „ნალექი, მყინვარული დნობა, ირეცხება გარემო ადიდებული მდინარისგან – მოაქვს ნაშალი მასალა და მეწყრული პროცესების თანხვედრა, ყველაფერი ეს ღვარცოფის სახით ჩამოდის და თავს იყრის ორი მდინარის შესართავთან – ჭალაში!“.

გოდოლაძე ამბობს, რომ ამჟამინდელი სტიქიური უბედურების ზონა არის „ჭალა, სადაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამშენებლო ინფრაქსტრუქტურის განვითარება“:

„თქვენ მეწყერს არ უნდა დაახვედროთ ნაგებობები და ადამიანები და არ უნდა გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ! სწორედ ეს სცენარი გატრიალდა!“.

მონიტორინგი

გოლოლაძე განმარტავს, რომ რდესაც გვაქვს ლობალური დათბობის პერიოდი, ტემპერატურის ზრდას ღვარცოფი აუცლებლად მოჰყვება. ასეთ შემთხვვაში კავკასიონის მყინვარებზე და მყინვარულ მდინარეებზე უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მონიტორინგი:

„დღეს მუდმივი მონიტორინგის ბევრი ტექნოლოგიური საშუალებაა: სატელიტური, რადარული, სახმელეთო რადარიდან გადაღებული, ვერტმფრენით – უამრავი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ასეთ პერიოდში შესაძლებელია მონაცემების ყოველდღიური ანალიზი და მონიტორინგის შედეგად საფრთხის ალბათობის დათვლა – ეს არის მსოფლიო პრაქტიკა“.

მისივე თქმით, პრევენციის ერთ–ერთი მექანიზმია, როდესაც ადამიანი ინფორმირებულია, რომ მაგალითად, მყინვარული მდინარეების შენაერთში კოტეჯები არ უნდა ჩადგას; პრევენციაა მონიტორინგის სისტემები.

„2014 წელს გვქონდა დევდორაკის მოვლენები; 2015 წელს თბილისის მოვლენები (ეს უკანასკნელი არ იყო მყინვარულ პროცესთან დაკავშირებული, მაგრამ ვიცით, ვერე როგორი ვერაგი მდინარეა); 2017 წელის მესტია–ჭალის მოვლენები; 2019 წლის ჭუბერის მოვლენები; ამავე წელს კვლავ მესტია–ჭალას მოლენა. ანუ კავკასიონზე ყველა ეს მდინარე, რომელიც შემდეგ უკვე შენაკადია რიონის და ენგურის, არის საშიში! სჭირდება მონიტორინგი გლობალური დათბობის პირობებში!“,– ხაზგასმით ამბობს სპეციალისტი და დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ „რატომღაც, მოკლე მეხსიერება გვაქვს და არ ვიცით გაფრთხილება. მეცნიერება მნიშვნელოვანია კატასტროფის რისკის შეფასებისა და პრევენციის კუთხით. უნდა მოვუსმინოთ მას!“

იხილეთ ასევე: გეოლოგი განმარტავს, რატომ განვითარდა შოვში მეწყრული პროცესები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები