
შსს პოლიციელთა მიერ მოქალაქეების ძარცვის შესახებ ცნობებს სიცრუეს უწოდებს, ამასთან, ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები ასობით პოლიციელს დაკავების შემდეგაც უწევდნენ წინააღმდეგობას
20/12/2024 06:38:07 პოლიტიკა
შსს ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი "ცრუ ბრალდება" ვრცელდება.
შსს-ს ხედვით, "საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება".
თუმცა, შსს-ს მტკიცებით, "საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტოაქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს დამასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი". აღსანიშნავია, რომ მათ შორის სახალხო დამცველმა განაცხადა არაერთგზის აქციის დაშლის უსაფუძვლობის თაობაზე.
როგორც შსს ამტკიცებს, "აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი, თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამას მოწმობს ისგარემოება, რომ მათ შეკრებაზე მისვლისთანავე თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები - ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა დასხვა. ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურადგამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის".
"აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობისდარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა.
ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე, სპეციალური ხმოვანი საშუალებებით".
შსს აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული მომიტინგეების შესახებ და ამტკიცებს, რომ "საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს".
- "წამების სისტემა" - რა გზის გავლა უწევთ დემონსტრანტებს "შავნიღბიანთა" კორდონს მიღმა
- ნაცემი დემონსტრანტი: იარაღით მუქარა იყო - ხელი მომკიდა, "ტვინს გაგასხმევინებო"
- კიდევ ერთი ნაცემი დემონსტრანტი: ერთ-ერთმა "რობოკოპმა" „თამაში“ მოინდომა
- რას ყვება საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი კიდევ ერთი ექიმი
- "ხელებაწეული ვიდექი, დამიჭირა რამდენიმე სპეცრაზმელმა - გამათრიეს, მირტყეს" - კიდევ ერთი ნაცემი დემონსტრანტის ამბავი
"გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა.დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა დათვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის,კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა",- აცხადებს შსს.
აქვს შსს ამტკიცებს, რომ "რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან".
აქვე შსს სიცრუეს უწოდებს არაერთი ნაცემი და დაკავებული დემონსტრანტის ცნობას პოლიციელთა მხრიდან მოროდიორობის შესახებ - ფეხსაცმლის, ქურთუკის, ტელეფონის, საფულის და სხვა პირად ნივთებზე.
"აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე აქციისმონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმები, ქურდობის 60-მდე ფაქტი, მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი დასხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.
დაფიქსირებულია პირადი ნივთების ქურდობის ათეულობით ფაქტი. დამტვრეული დადაზიანებულია რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა შენობების გარეფასადი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებულიზარალი ასი ათასობით ლარს აღემატება.
ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით.
გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა დაადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით,პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.
პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება",- ამტკიცებს შსს.
აშშ–მა ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა