
"3+3" ფორმატის მონაწილეები: "ჩვენი პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის"
24/10/2023 05:29:12 კავკასია
"3+3" ფორმატის თეირანში გამართული სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ "პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის". ამის შესახებ შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "აქ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობის მისამართით".
ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, "იმუშავონ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის" და განაგრძონ კონსულტაციები, რათა "ხელი შეუწყონ რეგიონული პლატფორმის მუშაობაში ჩართულ ყველა ქვეყანას შორის პროცესების ნორმალიზებასა და ურთიერთობების განვითარებას" - იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტოი TACC.
ცნობისთვის: ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველომ მონაწილეობა არც ამ ჯერზე მიიღო.
საქართველო "3+3" ფორმატის შეხვედრებში არ მონაწილეობდა. როგორც ფორმატის ჩამოყალიბების დროისთვის ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან ერთობლივ ვერც ერთ ფორმატში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო.
ამავე თემაზე:
რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე
"კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ"