Accentnews.ge
სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის მე–16 წლისთავს დუმილით შეხვდა

სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის მე–16 წლისთავს დუმილით შეხვდა

09/08/2024 11:47:57 პოლიტიკა

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე–16 წლისთავს დუმილით შეხვდა.

საქართველოს პარტნიორმა სახელმწიფოებმა ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელება 7 აგვისტოდან დაიწყეს – 16 წლის წინ სწორედ ამ დღეს შემოიჭრნენ რუსული სამხედრო ძალები საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგისგანაც მიიღო წერილი. ხოლო პეკინს, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა მთავარ „სტრატეგიულ პარტნიორად“ გვთავაზობს დასავლეთთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის ფონზე, ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

შესაბამისად, „აქცენტმა“ საქართველოში ჩინეთის საელჩოს კითხვით მიმართა და დაინტერესდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციით უმძიმეს მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც იმსხვერპლა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, 169 სამხედრო, 150 000 ადამიანი დევნილად აქცია, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. საელჩომ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, რომლებიც მათ შორის, რუსეთს ეხება, დუმილს ამჯობინებს.

იხილეთ – ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს

ომი კულისებში – ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები

რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S